სროლა ირკუცკის კომისარიატში - ომში გაწვევით უკმაყოფილო ახალგაზრდამ კომისარს ცეცხლი გაუხსნა

26.09.22 11:14
სროლა ირკუცკის კომისარიატში - ომში გაწვევით უკმაყოფილო ახალგაზრდამ კომისარს ცეცხლი გაუხსნა

პროტესტი რუსეთში - ირკუცკის ოლქში, უსტ-ილიმსკში სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს.  ადგილზე სროლა ახალწვეულმაიმ დროს დაიწყო, როცა განყოფილებაშ მობილიზებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

ადგილობრივი "ტელეგრამ" არხების ცნობით, ინციდენტის შედეგად არიან დაჭრილები.  ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად  უსტ-ილიმსკის სამხედრო კომისარი დაიღუპა, თუმცა ბოლო ცნობებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

სროლის დროს მობილიზებულებმა ისარგებლეს და ადგილიდან გაქცნენ.

ახალგაზრდა, რომელმცაც კომისარიატში გაისროლა, დაკავებულია.  სავარაუდოდ, მას ჯარში წასვლა არ უნდოდა, რის გამოც აღნიშნულ ქმედებას მიმართა. 

მსგავსი სიახლეები