დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება - პოლიციამ პროტესტის 100-მდე მონაწილე დააკავა

26.09.22 11:24
დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება - პოლიციამ პროტესტის 100-მდე მონაწილე დააკავა

მახაჭყალაში მობილიზაციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება. ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე უკვე დააკავეს. პოლიციის თანამშრმლები პროტესტის მონაწილეებს ელექტროშოკებით და ხელკეტებით უსწორდებოდნენ. 

"ტელეგრამის" არხი „ადატი“ იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე რუსეთის ეროვნული გვარდია გუშინ გვიან ღამით გამოჩნდა. 

დაღესტანი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი" მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღამ გუშინ მოიცვა. კვირას საპროტესტო აქციებს თან  გზების გადაკეტვა და პოლიციასთან შეტაკებები ახლდა.

პროტესტი განსაკუთრებით მასიური გამოდგა მახაჩყალაში - ასობით ქალი იძულებით გაწვევას აპროტესტებს, მამაკაცები კი უშიშროების ძალებს ებრძვიან.

მსგავსი სიახლეები