ხალხი პუტინის რეჟიმს აღარ ემორჩილება - მოქალაქეებმა კომისარიატის შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

რუსეთის მოქალაქეებმა სამხედრო კომისარიატის შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და გადაწვეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამის არხი იუწყება. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 35 წლის კაცი დააკავა. მისი თქმით, ამ გზით სურდა თავისი პოზიციის გადმოცემა, რომ მობილიზაციის წინააღმდეგი იყო.
ხალხი რეჟიმს აღარ ემორჩილება. პუტინი იძულებულია გამოსავალზე იფიქროს, ამიტომ ასი ათას რუბლს პირდება ყველას, ვინც სამხედრო განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოცხადდება.
კრემლი მასობრივ პროტესტს ვეღარ უმკლავდება. აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში 2 ათას 350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.