"არც საწოლია და არც პირობები" - წვევამდელებს პუტინი არაადამიანურ პირობებში აცხოვრებს

26.09.22 13:15
"არც საწოლია და არც პირობები" - წვევამდელებს პუტინი არაადამიანურ პირობებში აცხოვრებს

სავალდებულო სამხედრო მობილიზაციისას გაწვეულებს პუტინი არაადამიანურ პირობებში აცხოვრებს. სავარაუდოდ, დაღესტნელი წვევამდელი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას უჩენებს.  

ირკვევა, რომ ოთახებში საწოლები არ დგას, წვევამდელები პირდაპირ იატაკზე წვანან. ყველა ოთახში იგივე ვითარებააა.

პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, პირდაპირ ამბობს, რომ იქ დარჩენას არ აპირებს და სახლში მიდის. 

მე აქ მოვედი სამშობლოს დასაცავად, მაგრამ ნახეთ, აქ რა ხდება. მე პირადად, მივდივარ სახლში. არც საწოლია და არც პირობები. ნახეთ რა ხდება, ნახეთ, როგორ არიან წვავამდელები. შეიხედეთ, ყველგან ერთიდა იგივე ვითარებაა. მე ჩემი სამშობლოსთვის მოვედი აქ, მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ და მივდივარ. ეს ვიდეო იმისთვის გადავიღე, რომ მერე არ თქვან, რამეს გაექცეაო, - ამბობს წვევამდელი. 
 

 

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით  მობილიზაციას 300 ათასამდე ადამიანი დაექვემდებარება.  

მსგავსი სიახლეები