"რატომ აცხადებს ომს ეს იდიოტი?" - რუსეთიდან წასული პოლიტიკოსები წვევამდელებს უწყებების გადაყრას ურჩევენ
პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში ქაოსია. ფაქტზე მედიაში გავრცელებული კომენტარებიც მეტყველებს.
ქვეყნიდან წასული პოლიტიკოსები რუსეთის მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებენ, დახიონ უწყებები და არ წავიდნენ უკრაინის ომში.
პოლიტიკოს იბრაგიმ ლიანოვის თქმით, მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ პუტინს საზღვრების დაკეტვა სურს და მანამდე ქვეყნებში სპეცსამსახურების თანამშრომლებს აგზავნის. საუბარია საქართველოზე, ყაზახეთსა და მონღოლეთზე.
თუ ომი არ არის, მაშინ არც მობილიზაცია უნად იყოს. რატომ აცხადებს ომს ეს იდიოტი? და როცა ომი არ აქვს გამოცხადებული, რა უფლება აქვს წაიყვანონ ადამიანები ომში? პუტინი მიზანმიმართულად ანადგურებს ადამიანებს, განსაკუთრებით კი მცირე ხალხებს. დღეს თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, თავი დააღწიოთ რუსეთის იმპერიას. უკრაინა ხომ არ დასხმია თავს კავკასიას? რატო უნდა იბრძოლოს კავკასიელმა უკრაინის წინააღმდეგ? თქვენ პუტინს სჭირდებით იმისთვის, რომ დაიცვათ მისი ოქროს უნიტაზები. როედსაც კრემლის ფაშისტებმა ჩვენი ხალხი გაასახლა, მერე კი უფლება მოგვცა დავრბუნებულიყავით ჩვენს სოფლებშ, ვინ დაცალა ჩვენი სახლები? მხოლოდ ქართველებმა და ებრაელებმა. არაა საჭირო, რომ მხოლოდ ქალები გაუშვათ ბარიკადებზე, ეს კავკასიაში ვის გაუგია? ყველანი გადით! რომელიმე ერთი ეროვნების ხალხს კი არ მივმართავ, მთლიანად კავკასიელებს მივმართავ, გამოფხიზლდით! ვინ დგას დრეს საქართველოს, მონღოლეთის, ყაზახეთის საზღვრებთან? მხოლოდ მდიდრები და ასევე, ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, პუტინს ახლა საზღვრების დაკეტვა სურს და მანამდე ამ ქვეყნებში სპეცსამსახურების თანამშრომლებს აგზავნის. ამ ქვეყნებში, საქართველოშიც, ყაზახეთშიც, მონღოლეთშიც, რომ მერე აქაც აამღვრიოს წყალი. შეხედეთ, როგორი ხალხი დგას, კუნთმაგარი კაცები, ღარიბებს კი უტულიზაციისთვის ამზადებენ. მდიდრები გარბიან, მე უბრალო ადამიანებს მივმართავ, გადაყარეთ ეს უწყებები. ომი არ არის გამოცხადებული, სად უბდა წაგიყვანონ? გამოდით!, წინააღმდეგობა გაუწიეთ!, - ამბობს ლიანოვი ერთ-ერთ ტელეარხზე.