თუ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდებით, ცოდვებისგან განიწმინდებით - რუსეთის პატრიარქი

ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა.
კირილის თქმით, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას სიკვდილი ყველა ცოდვისაგან განწმენდის ტოლფასია.
თუ ვინმეს მოვალეობის გრძნობა, ფიცის შესრულების აუცილებლობა გააჩნია, თავისი მოწოდების ერთგულება გააჩნია და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, მაშინ ის უეჭველად ჩადის თავგანწირვის ტოლფას ქმედებას, თავს სწირავს სხვებისთვის, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი განწმენდს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა.
ქრისტე აღსდგა და ჩვენს აღვდგებით მასთან ერთად. სიცოცხლე მარადიულია, ამიტომ წადით თამამად, შეასრულეთ თქვენი სამხედრო მოვალეობა - განაცხადა ქადაგებისას რუსეთის პატრიარქმა.