რუსეთის ხელისუფლებას ისე გაუჭირდა, ჯარში პენსიონერებსაც იწვევს
რუსეთის ხელისუფლება წვევამდელების რიცხვის გასაზრდელად უსინათლოების და ონკოპაციენტების შემდეგ ჯარში პენსიონერებსაც იწვევს.
რუსულ ჯარში გაწვევას ექვემდებარებიან ისეთი დაავადების მქონე პირებიც, როგორიცაა ჰიპერტონია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება, პანკრეატიტი - ყველა ეს დაავადება კი 60 წლის ვიქტორ ტარიპუნს აწუხებდა, რომელიც გაიწვიეს.
ჩემი ქმარი, ვიქტორ ტარიპუნი, გაიწვიეს 22 სექტემბერს. მას აწუხებს ქრონიკული დაავადებები, ჰიპერტონია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება, ასევე პანკრეატიტი. როცა კომისარიატში მიიყვანეს, ასაკით ყველაზე დიდი იყო.
ახალწვეულებს გაუკვირდათ, გაოცებული იყვნენ, რა უნდა ასეთ ხანდაზმულ კაცს პირველივე ნაკადშიო. პირველ ნაკადს ხომ ექვემდებარებიან უმცროსი ოფიცრები 50 წლამდე.
კომისარიატის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო - აცხადებს წვევამდელის მეუღლე.
რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში ექიმებისა და მედიკოსების მობილიზება დაიწყო. მათს ნაწილს სამხედრო მომზადებაზე აგზავნიან, წვრთნის შემდეგ კი ყველა უკრაინაში გაემგზავრება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ დიდი დასახლებების ხელმძღვანელებიც. ისინი მამაკაცებს კარდაკარ ეძებენ, გაწვეულთა ოჯახის წევრებს კი არწმუნებენ, რომ სანაცვლოდ ყოველდღე უფასო ლანჩს მიიღებენ. მაგალთად, დღეს ობნინსკის მერი მობილიზებულებს მათი ბავშვებისთვის სკოლებში უფასო ლანჩს დაჰპირდა.