არ მესმის, როგორ უნდა დავიცვათ რუსეთი სხვა ქვეყანაში ომით?! - რუსეთის მოქალაქე
ყველაფერი დიქტატურისა და ერთი ადამიანის კაპრიზია - რუსეთიდან მობილიზაციას გამოქცეული პირები ცდილობენ, თავი სხვა სახელმწიფოებს შეაფარონ, მათ შორის, საქართველოსაც.
რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რათა გაიქცნენ სამშობლოდან და უკრაინასთან ომში მონაწილეობა არ მიიღონ.
ხალხი პანიკაშია. არანორმალურ თანხებს იხდიან იმაში, აქ რომ ჩამოვიდნენ. 50 კილომეტრის გავლაზე ტრანსპორტირების თანხები 10 ათასიდან 100 ათას რუბლამდე მერყეობს. ეს ყველაფერი არის დიქტატურისა და ერთი ადამიანის კაპრიზის შედეგი.
ჩვენ არ გვესმის, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყანაში ომით. ეს ომი უაზრობა მგონია.
რაც დრო გადის, სულ უფრო პრობლემა ხდება რუსეთის დატოვება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთი სრულად ჩაკეტილია. ამ ომში წასვლა და მონაწილეობა არავის უნდა. - ამბობს რუსეთის მოქალაქე.