რუსეთში წვევამდელმა სამხედრო კომისარი გაწვევის პუნქტში მოკლა

26.09.22 18:22
რუსეთში წვევამდელმა სამხედრო კომისარი გაწვევის პუნქტში მოკლა

რუსეთში 25 წლის მობილიზებულმა პირმა სამხედრო კომისარი პირდაპირ გაწვევის პუნქტში მოკლა. შემთხვევა ირკუტსკის ოლქის დასახლება უსტ-ილიმსკში მოხდა.

თვითმხილველებმა გადაიღეს ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს სროლის მომენტი, სროლის ხმაზე გაფანტული სხვა წვევამდელები და სასიკვდილოდ დაჭრილი კომისარი, რომელიც ვერ გადაარჩინეს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.

შემზარავი კადრები ტელეგრამ არხზე გავრცელდა.