16 ტანკი, 3 საზენიტო დანადგარი და 500 ჯარისკაცი - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 26 სექტემბრის მონაცემებით

27.09.22 10:44
16 ტანკი,  3 საზენიტო დანადგარი და 500 ჯარისკაცი  - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 26 სექტემბრის მონაცემებით

რუსმა ოკუპანტებმა 26 სექტემბერს  3 საზენიტო დანადგარი და 500 ჯარისკაცი დაკარგეს. გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს მტრის ერთი ვერტმფრენი და 16 ტანკი. ინფორმაციას ოფიციალური კიევი ადასტურებს.

ყველაზე დიდი მარცხი მტერმა კრამატორსკისა და დონეცკის მიმართულებით მიიღო. ომის დაწყების დღიდან 24 სექტემბრიდან ჩათვლით ოკუპანტების მიერ მიღებული ზარალი ასე გამოიყურება:

პირადი შემადგენლობა 57 750 ადამიანი

ტანკი 2306 ერთეული

ბრონირებული ტექნიკა 4881

საარტილერიო სისტემა 1378

ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები 175

თვითმფრინავი 261

ვერტმფრენი 224

ფრთოსანი რაკეტა 241

გემი /კარტერი 15

საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნები 3730

სპეცტექნიკა 131

26 სექტემბერს, ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქს ირანული დრონებით შეუტიეს, თუმცა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ეს თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. 

 

მსგავსი სიახლეები