რუსეთში პოლიციამ გააუპატიურა აქტივისტი, რომელმაც უკრაინის წინააღმედგ რუსული აგრესია საჯაროდ დაგმო

პუტინის მოწინააღმდეგებს რუსეთში სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. რუსი სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ომი დაგმო, პოლიციის განყოფილებაში ჯგუფურად გააუპატიურეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი არტიმ კამარდინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მოსკოვის ცენტრში მაიაკოვსკის ძეგლთან უკრიანის მხარდაჭერა ღიად გამოხატა.
ირკვევა, რომ კამარდინი მეგობრების საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა, რა დროსაც ადგილზე რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შეუვარდნენ და სამივე მათგანი პოლიციაში გადაიყვანეს.
გაუპატიურების შემდედ უშიშროების თანამშრომლებმა აქტივისტს კამერების წინ ბოდიშის მოხდა იაძულეს. მას სახეზე დაჟეჟილობები და ჭრილობები აღენიშნებოდა.
მასთან ერთად პოლიციამ მის მეგობარ გოგოზეც იძალადა, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ ოფიცრებმა ის თმებით ათრიეს, სახეზე სუპერ წებო წაუსვეს, შემდეგ კი გაუპატიურებით დაემუქრნენ. პარალელურად, დაშიანების მიზნით აჩვენეს ვიდეო, სადაც ისინი აქტივიტს აუპატიურებენ.
არტემ კამარდინი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი. მის მეგობარ გოგოს, ალექსანდრა პოპოვას, კი ტვინის შერყევა და სისხლის ჩაქცევები თავის, თეძოსა და თავის არეში უფიქსირდებოდა.