პანიკა რუსეთში - პუტინს ომში ჯანმრთელობის არმქონე პირებიც მიჰყავს

რუსეთში პანიკაა - ომში წასვლა არავის უნდა. ფაქტს ის ვიდეოებიც ცხადყოფს, რომელსაც სოციალურ ქსელში რუსეთის შეშინებული მოქალაქეები ავრცელებენ.
პუტინს ახლა იმდენად უჭირს, რომ ბრძოლის ხაზზე ყველას იწვევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ბრძოლისუნარიანი, ან უწყობს თუ არა ხელს ჯანმრთელობა.
სოციალურ ქსელში იმ ადამიანებიც ვიდეომიმართვები ვრცელდება, რომელთა ოჯახის წევრებიც ომში გაიწვიეს.
დღეს 27 სექტემბერია, ჩემი შვილი კოვიდინფექციის გამო კლინიკაში იმყოფება. ხვალ ექიმმა მას გამოკვლევები უნდა ჩაუტაროს. დღეს ადმინისატრციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ფრონტზე უნდა წავიდეს. მითხარით, სამართლიანია ეს? ბავში ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა, - ამბობს ერთ-ერთი წვევამდელის დედა.
იმას, რომ რუსეთში ომში ჯანმრთელობის არ მქონე მამაკაცებიც მიჰყავთ, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის ვიდეომიმართვაც ცხადყოფს.
ჩემს მეუღლეს ატმის ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე აწუხებს. ამის გამო მას მუდმივი თავბრუსხვევა, სისუსტე და კრუნჩხვები აქვს. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისმა მას სამედიცინო შემოწმებაზე უარი უთხრა. მითხრეს, რომ ჩემი ქმარი ექიმმა გასინჯა, რაც ტყუილია. კომისარი ამტკიცებს, რომ სერგეი გამოიძახეს, პრაქტიკულად, მოხალისედ და მასთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება. ახლა ის ნაროფომინსკის სამხედრო ნაწილშია. 28 სექტემბერს მის საზღვარზე გაგზავნას სამხედრო მომზადების გარეშე აპირებენ. მე მივედი კომისართან და მან მითხრა, რომ ჩემი ქმარი ბრძოლისთის დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს და რომ ის თავად დათანხმდა, წასულიყო საბრძლო ხაზზე, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.