რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების "მიერთების" აღსანიშნავად მოსკოვში კონცერტი გაიმართება

27.09.22 11:57
რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების "მიერთების" აღსანიშნავად მოსკოვში კონცერტი გაიმართება

რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების მიერთების აღსანიშნავად ხელისუფლება 30 სექტემბერს წითელ მოედანზე კონცერტ-მიტინგს გეგმავს.  მოსკოვის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ღონისძიებაზე თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის გაგზავნა მოეთხოვებათ.

გაფრთხილების მიღების თაობაზე  მედიას ამის შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე ორმა პირმა აცნობა. ხალხმა  უმაღლესი ხელისუფლებისგან კონცერტზე ვიზიტის ორგანიზების მოთხოვნით სამუშაო შეტყობინებები უკვე მიიღო. მიტინგზე, სავარაუდოდ, სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოვა.