რუსეთის სამხედრო გამოცდილების არმქონე რეზერვისტებს პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე უშვებს

გაუსაძლის ყოფაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც იარაღი აქამდე არ ჭერიათ და არანაირი სამხედრო გამოცდილება არ გააჩნიათ, ფრონტის ხაზზე მიჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
გავრცელებულ კადრებში ასევე კარგად ჩანს, რა პირობებში უწვეთ ახლა ცხოვრება წვევამდელებს - მათ არ აქვთ საწოლები და ჰიგიენური საშუალებები.
როცა გაუსაძლისი ყოფის ამსახველი ვიდეეოკადრები რუსმა წვევამდელებმა სოციალურ ქსელში განათავსეს, ადმინისტრაციამ ისინი სასტიკად დასაჯა.
გუშინდელი ვიდეოს შემდეგ გაგვაფრთხილეს, რომ პირობები კიდევ უფრო გაუარესდებოდა. შეგვიზღუდეს ტუალეტში გასვლა, დაგვპირდნენ, რომ არც წყალს მოგვცემდნენ, არც საჭმელს, გადაწყვიტეს, 10 დღით ჩაგვკეტონ, - წერს ერთ-ერთი რუსი წვევამდელი.
მობილიზებულებს ჰპირდებიან, რომ თუ ომში წავლენ, მათ ოჯახებს კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო ჯარიმებს არ დაუწერენ.