რუსეთს არ აქვს უფლება ფლობდეს ატომურ იარაღს - ზელენსკი

28.09.22 10:43
რუსეთს არ აქვს უფლება ფლობდეს ატომურ იარაღს  - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, რუსეთის მუქარა ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციას ატომური იარაღის ფლობის უფლება  არ აქვს და ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებული უნდა იყოს.

ამის შესახებ ზელენსკიმ 27 სექტემბერს მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ატომური იარაღის გამოყენების შესახებ მუქარები რუსეთის მაღლჩინოსნების და პროპაგანდისტების მხრიდან მუდმივი ნარატივი გახდა. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთს ატომური იარაღის ფლობის უფლება არ აქვს, რადგან არ შეუძლია მსოფლიოს უსაფრთხოება თუნდაც ატომური იარაღის გამოყენების მუქარების დონეზე  უზრუნველყოს. არ შეუძლია  გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრად დარჩეს, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია. რომელიც სწორედ ახლა გენოციდის პოლიტიკას ეწევა, მსოფლიოს რადიაციული კატასტროფისგან ერთ ნაბიჯში ამყოფებს და ამასთან ერთად, ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება, - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთის ყველა საერთაშოიროს ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ. თუკი ასეთი გარიცხვა პროცედურულად შეუძლებელია, მაშინ აღნიშნულ ორგანიზაციებში მისი მონაწილეობა უნდა შეჩერდეს.