ფარსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება, - ეწოდოს ზელენსკი

წინ მივიწევთ და ჩვენ მიწას ვათავისუფლებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას ფარსს უწოდებს.
რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები უკრაინისთვის ვეღარაფერს შეცვლის. ჩვენ ვაღიარებთ გაეროს წესდებას, ხალხთა თანაარსებობის ძირითად პრინციპებს და გავაგრძელებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში. ამ ფარსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება, ეწოდოს. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, მოკლედ და ჯერჯერობით დეტალების გარეშე ვიტყვი. წინ მივიწევთ და ჩვენ მიწას ვათავისუფლებთ, - განაცხადა ზელენსკიმ.
ოკუპანტი ქვეყნის მტკიცებით, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ხმების" 100% დათვლილია.
რუსეთი ირწმუნება, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას, ამ დრომდე დათვლილია "ხმების" მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% "მხარს უჭერს" რუსეთთან შეერთებას.
უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.