პროტესტი რუსეთში - მოქალაქეებმა სამხედრო კომისარიატს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

28.09.22 11:01
პროტესტი რუსეთში - მოქალაქეებმა  სამხედრო კომისარიატს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთში ხალხის პროტესტი გრძელდება. "პერვომაისკის" რაიონში ღამის პირველ საათზე მოქალაქეებმა სამხედრო კომისარიატის ფანჯარა ჩაამსხვრიეს. მათ შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ცეცხლი სახანძროს მოსვლამდე ჩააქრეს. ინფრომაცია ტელეგრამ არხ "ასტრაზე" ვრცელდება. 

მომხდართან დაკავშირებით კომისარიატში განმარტებები არ გააკეთეს. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

მობილიზაციის გამოცხადებიდან დღემდე რუსეთში 18 სამხედრო კომისარიატი და ადმინისტრაციული შენობა დაწვეს. 

21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ.