"მამაჩემი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ ომში გაეწვიათ" - რუსეთის მოქალაქეები შველას ითხოვენ
რუსეთის მოქალაქეები შველას ითხოვენ. ახალგაზრდები ვიდეომიმართვებს წერენ და ტელეგრამ არხებზე ავრცელებენ. ჩანაწერებით დგინდება, რომ პუტინი უკრაინაში გაგზავნას იმ მამაკაცებსაც უპირებს, ვისაც იარაღთან შეხება არასდროს ჰქონიათ და სრულიად გამოუცდელები არიან. უფრო მეტიც, გაწვეულებმა სამხედრო ფორმაც კი თავად უნდა შეიძინონ.
პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ კრემლის დიქტატორმაა უკრაინელების წინააღმდეგ ომში სისხლის სამართლის
დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები გადაისროლა.
მამაჩემი ომში 27 სექტემბერს გაიწვიეს. ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომ ომში გაეწვიათ. 47 წლისაა, არმიაში არასდროს უმსახურია. საბრძოლო კათედრაზე მას წვრთნები არასდროს გაუვლია. მამაჩემს ვეტერინარის დიპლომი აქვს, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. ახლა ის როსტოვში იმყოფება, საბუთები წაართვეს. მამაჩემის მოთხოვნის მიუხედავად, დოკუმენტებს უკან აღარ უბრუნებენ. ის მოსალოდნელ ვითარებაზე ინფორმირებული არ არის. გთხოვთ, დამეხმაროთ, - ამბობს რუსეთის მოქალაქე ვიდეომიმართვაში.
მსგავს სიტუაციაზე საუბრობს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე.
21-ში მთელი დღე სამსახურში იყო, ღილაკებიან ტელეფონით, უინტერნეტოდ. არაფერი იცოდა მობილიზაციაზე. სამსახურის შემდეგ დაურეკეს და სთხოვეს, რომ მათთან მისულიყო ინფორმაციის დასაზუსტებლად. მივიდა და სასწრაფოდ გამოუწერეს გამოცხადების უწყება. ის უკვე დანიშნული იყო ოცეულის მეთაურად. მამინაცვალს მხოლოდ სამხედრო კათედრა აქვს დამთავრებული და ავტომატი ხელში 30 წელია, არ სჭერია. მას 12 საათი მისცეს. მაქსიმუმ 07:00 საათზე ის კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო. შოკში იყო. არ ესმოდა, რატომ გამოიძახეს და რა გაეკეთებინა, იცოდა, რომ თუ არ მივიდოდა, ციხეში ათი წლით გაუშვებდნენ. მან ომში წასვლა ამჯობინა. მეორე დღეს ბაზაზე კრასნოდარის მხარეში გაუშვეს. რამდენიმე დღეშ[ კი როსტოვში პოლიგონზე გაუშვეს - ამბობს რუსეთის მოქალაქე.