პუტინის რეჟიმს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს აშშ თავშესაფარს სთავაზობს

28.09.22 11:51
პუტინის რეჟიმს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს აშშ თავშესაფარს სთავაზობს

რუსეთიდან ხალხის უკონტროლოს გადინება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში რუსეთის თითქმის 100 ათასი მოქალაქე გადავიდა. მეორე ადგილზეა საქართველო, აქ საზღვარი  53 ათასმა რუსმა გადმოკვეთა. რუსეთის მოქალაქეების უდიდსეი ნაკადია ფინეთის და მონღოლეთის საზღვარზეც. მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები ახლა აქ ცხოვრების უფლებას ითხოვენ.

ამ ფონზე აშშ მზადაა ქვეყნის კარი იმ რუს ლტოლვილებს გაუხსნას, რომლებიც პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან და უკრაინის ომში წასვლა არ სურთ. თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რმ ყველა მათგანს სეულძია გააკეთოს განაცხადი აშშ-ში თავშესაფრის მიღებაზე. 

ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში. ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, რომ მესიჯი, როლებსაც ისინი გვიგზანიან, ძალიან ნათლად არის ის, რომ ამ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო, ამ ომს, რომელიც დაიწყო კრემლმა, მხარს არ უჭერენ. მათი მესიჯი ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი. ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, ვიცი, რო იყო შეკითხვა, რომელიც დაისვა დევნისგან თავშესაფრის ძიების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და  მათი განცხადებები სათითაოდ განიხილება. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ. რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში არის რუსი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ სურთ ეს ომი. ისინი მხარს არ უჭერენ პუტინის ომს, - განაცხადა კარინ ჟან პიერმა.