რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს არ მიიღებს, ის მიიღებს კატასტროფას - ზელენსკი
რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს არ მიიღებს, ის კატასტროფას მიუერთდება, - ასე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიერთების გადაწყვეტილება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, პუტინი საბოლოოდ გაანადგურებს იმ ნორმალურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელიც რუსეთში ჯერ კიდევ რჩებოდნენ.
რუსეთი არ მიიღებს უკრაინის ახალ ტერიტორიას, რუსეთი მიუერთდება იმ კატასტროფას, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიტანა. რუსეთი საკუთარ თავს გააიგივებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. საბოლოოდ გაანადგურებს ნორმალური სახელმწიფოებრიობის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ რუსეთში, - თქვა პრეზიდენტმა.
პუტინი უკრაინის ტერიტორიებს რუსეთს უერთებს. ჰერსონისა და ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის შესახებ განკარგულება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
დღეს რუსეთის შემოადგენლობაშ 4 ახალი ტერიტორიის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. აღნიშნული ცერემონია კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში გაიმართება.