პუტინთან საუბარი შეუძლებელია, მოლაპარაკება გვექნება რუსეთის მომდევნო პრეზიდენტთან - ზელენსკი
პუტინთან საუბარი შეუძლებელია, მოლაპარაკება გვექნება რუსეთის მომდევნო პრეზიდენტთან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლახანს დასრულდა უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რამოდენიმე საკითხი მიიღეს.
უშიშროების საბჭოზე მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის;
1 მხოლოდ უკრაინის გაძლიერება და ოკუპანტების განდევნა დააბრუნებს ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენ ამ გზით წავალთ.
2 უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებებში. ჩვენი სახელმწიფო მუდამ სთავაზობდა რუსეთს თანაარსებობას თანაბარ, სამართლიან და ღირსეულ პირობებში. საგრძნობია, რომ პუტინთან ამის შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან პუტინმა არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება.
ამიტომაც ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მხოლოდ რუსეთის მომდევნო პრეზიდენტთან - განაცხადა ზელენსკიმ.