„ივანიშვილის ოჯახი რუსეთის დახმარების გამო დასანქცირდა“ - პირველი შეფასებები კიევიდან

21.10.22 17:00
„ივანიშვილის ოჯახი რუსეთის დახმარების გამო დასანქცირდა“ - პირველი შეფასებები კიევიდან

„ივანიშვილის ოჯახი დასანქცირდა რუსეთის დახმარების გამო“ - ასეთია პირველი შეფასებები კიევიდან. 

უკრაინელი ანალიტიკოსები და უმაღლესი რადას დეპუტატები განმარტავენ, რატომ მოხვდნენ ივანიშვილები და მამაცაშვილები შავ სიაში. 

კიევის განმარტებით, საქართველოს არაფორმალური მმართველის ყველაზე ახლო გარემოცვა უკრაინის უშიშროების საბჭოს განაცხადის საფუძველზე დასანქცირდა. 

უკრაინელი პოლიტოლოგი ვალენტინ გლატკი ამბობს, რომ ივანიშივლის ოჯახი ეხმარეობოდა ოკუპანტ სახელმწიფოს სანქიებისგან გვერდის ავლაში.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე გვქონდა ამაზე საუბარი, რომ თუ ქართული პოლიტიკური ისთებლიშმენტი გააგრძელებდა რუსეთთან არაფორმალურ თანამშრომლობას, ამას ექნებოდა გარკვეული პოლიტიკური ფასი და მოჰყვებოდა ნაბიჯები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და ევროპის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უცნაური პოზიცია. ივანიშვილის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე არის ძალიან ცხაი, ამიტომ საჭირო იყო რეაგირება. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, შემდეგ იქნება სხვა მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებთ, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების კორექტირება, რომელიც ირიბად მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ვფიქრობ, გარდაუვალია, რომ შემდეგი იქნება ბიძინა ივანიშვილი. სანქცირება, ეს არ იყო, რაიმე მოხალისეობრივი პოზიცია. ის იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა დასანქცირდნენ, ამა თუ იმ მეთოდებით ხელს უწყობენ რუსულ აგრესიას, ან ეხმარებოდნენ რუსეტს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. სანქციების ქვეშ შეიძლება მოხვდნენ სხვა ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და მათ ეს კარგად უნდა გააცნობიერონ“. - განაცხადა ვალენტინ გლატკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.