უკრაინაში მოკლეს ბატალიონ ,,ოსეთის" მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი

უკრაინაში მიომდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ლიკვიდირებულ იქნა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, საბრძოლო მეტსახელი ,,ვიტოსი".
ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.
მეომრული ვალის შესრულებისას დაიღუპა ჩვენი მეგობარი, ძმა, ნამდვილი პატრიოტი და გმირი, ვიქტორ ჟიდაევი, რომელიც იყო ბატალიონ ,,ოსეთის" მეთაურის მოადგილე.
ვიქტორი საბრძოლო მოქმედეებების დაწყებისთანავე გაემგზავრა უკრაინაში და იცავდა იქ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მას უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება გააჩნდა, დაჯილდოვებულია ორდენით მამაცობისთვის ორგზის.
2 კვირის წინ ის ალანიის ელმძღვანელობამ დააჯილდოვა მედალით ,,ოსეთის დიდებისთვის".
ვიტოს, შენი საქმე, რისთვისაც იბრძოდი, სამართლიანია. ის აუცილებლად გაგრძელდება. ყველა ვგლოვობთ - ნათქვამია ნეკროლოგში.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm -ის ინფორმაციით, ვიქტორ ჟიტაევი 2018 წელს სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა შორისაც ფიგურირებდა. გარდა ამისა, ის ნასამართლევი იყო დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით.