იმაზე მეტი თვითმფრინავი გავუნადგურეთ რუსეთს, რაც მათ 10 წლის განმავლობაში ავღანეთშიც კი არ დაუკარგავთ - ვალერი ზალუჟნი

03.11.22 14:10
 იმაზე მეტი თვითმფრინავი გავუნადგურეთ რუსეთს, რაც მათ 10 წლის განმავლობაში ავღანეთშიც კი არ დაუკარგავთ - ვალერი ზალუჟნი

უკრაინამ იმაზე მეტი თვითმფრინავი გაუნადგურა რუსეთს, რაც მათ 10 წლის განმავლობაში ავღანეთში საბრძოლო მოქმედების წარმოების დროსაც კი არ დაუკარგავთ - ამი შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ, განაცხადა.

ფართომასშტაბიანინ აგრესიის დროს უკრაინის დამცველებმა რუსეთის ფედერაციას იმაზე მეტი თვითმფრინავი აუფეთქეს, რაც საბჭოთა კავშირმა 10 წლის განმავლობაში ავღანეთში დაკარგა. სტატისტიკა ასე გამოიყურება - 278 ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი უკრაინაში და 118 კი ავღანეთში.

მიმაჩნია, რომ უკრაინაში ომი ისეთივე სამარცხვინო გახდა რუსეთისთვის, როგორც საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა გახდება რუსეთის დაშლის მიზეზი - განაცხადა ზალუჟნიმ.

 

მსგავსი სიახლეები