ნაპოლში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, სახლი გაქურდეს

03.11.22 18:32
ნაპოლში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, სახლი გაქურდეს

იტალიაში, ნაპოლის მახლობლად მდებარე პატრა ქალაქ კუმაში, გამოძიებისთვის ჯერ დაუდგენელმა პირებმა ქართველი ფეხხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, კუთვნილი სახლი გაქურდეს.

გამოცემა areanapoli.it-ის ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი სავარაუდოდ, ღამით მოხდა, როცა ფეხბურთელს სახლში ეძინა. გატაცებულია ასევე კვარაცხელიას კუთვნილი ავტომობილი ,,მინი კუპერი". 

გამოცემის ინფორმაციით, ,,ნაპოლის"  21 წლის ქართველმა თავდამსხმელი ყველაფრის მიუხედავად,   ვარჯიშზე მაინც წავიდა.  მომხდარს პოლიცია იძიებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მომხდარმა კრიმინალურმა შემთხვევამ  მაშინვე მოიცვა სოციალური ქსელი. 

,,ნაპოლის"  გულშემატკივრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მათ კუმირს, ქართველ ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები