რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა, დაიღუპა 2 ადამიანი - საერთაშორისო მედია

16.11.22 00:45
რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა, დაიღუპა 2 ადამიანი - საერთაშორისო მედია

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რუსული რაკეტა ჩამოვარდა, შედეგად ორი ადამიანი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას AP News და The Washington Post-ი ავრცელებენ. 

ორივე გამოცემა აშშ-ს დაზვერვის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა. Associated Press - ის ცნობით, ინფორმაცია, რომ რაკეტები ნატო-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.

პოლონური მედია კი იტყობინება, რომ აფეთქება პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში, მარცვლეულის საშრობ ქარხანასთან მოხდა. 

ადგილობრივი მედიაც მიანშნებს, რომ პოლონეთში უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. 

პოლონური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა.

NBC News-ის კორესპოდენტის ცნობით, შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას თეთრ სახლში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.