გერმანიაში ძაღლების მიერ გამოყოფილ მხუთავ აირზე კომპენსაციას ითხოვენ

ლაიფციგის ქალაქის საბჭოში განიხილავენ ძაღლების მფლობელთათვის მათი ცხოველების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გადასახადის დაწესებას. გერმანიის ქალაქ ლაიფციგის მერიას ოფიციალურმა საპარლამენტო ჯგუფმა აღნიშნული ინიციატივით უკვე მიმართა და მოითხოვა, რომ ცხოველებით გამოწვეული CO2– ის ემისიები ძაღლების გადასახადში შეიტანონ.
მივმართავთ ფინანსთა დეპარტამენტს და გამოვიანგარიშებთ, თუ რამდენად ძვირი იქნება ძაღლის გადასახადი, გაანალიზდება ყველა მუნიციპალური გადასახადი და გადასახადები კლიმატზე ძაღლების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გავლენის გათვალისწინებით, - აღნიშნავენ ლაიფციგის მერიაში.
ძაღლის მეპატრონეებისთვის გადასახადის დაწესების იდეა საინიციატივო ჯგუფს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ,,ბერლინის გარემოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის" კვლევას გაეცნო. კვლევაში წერია, რომ საშუალოდ, ძაღლი სიცოცხლეში გამოჰყოფს 8,2 ტონა CO2-ს, ანუ 630 კგ ნახშირორჟანგს წელიწადში. ეს არის ბენზინისძრავიანი მანქანის მიერ გამოყოფილი მხუთავი აირის 40% .