ამერიკაში მაიმუნებიც აცრეს

05.03.21 12:57
ამერიკაში მაიმუნებიც აცრეს

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები აცრეს. მათ ცხოველებისთვის განკუთვნილი ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს – ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მაიმუნებმა ვეტერინარული ფარმაცევტული ფირმის Zoetis- ის ვაქცინის ორი დოზა მიიღეს. 
აცრილ ცხოველებს შორის არის ორანგუტანგი კარენი, რომელიც პირველი იყო, ვინც 1994 წელს გულის ღია ოპერაცია გაიკეთა. 

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, მაიმუნებს ვაქცინაზე არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ, აცრის ეფექტურობის შესამოწმებლად მათ გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების ტესტირებაც ჩაუტარდებათ. 

ზოოპარკში მაიმუნების აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამავე ზოოპარკში 8 გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

წყარო: BBC