ვგლოვობთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა თურქ ხალხს მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრის ტექსტი ტვიტერზე განათავსა.
ვგლოვობთ კარამანმარასში [თურქეთში] მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას.
ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა.
დაღუპულთა რიცხვმა 300-სს გადააჭარბა - თურქეთში გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდა.