უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთშია
უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთშია - ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონის საერთაშორისო აეროპორტში რიში სუნაკი დახვდა.
ზელენსკი შეხვედრას გამართავს პრემიერ რიში სუნაკთან და სიტყვით გამოვა პარლამენტში.
"დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას დაეხმარა. და დღეს მე ვარ ლონდონში, რათა პირადად მადლობა გადავუხადო ბრიტანელ ხალხს მხარდაჭერისთვის და პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს" წერს ზელენსკი