თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 8574-მდე გაიზარდა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ჩავიდა და ბრიფინგი გამართა.
ერდოღანის თქმით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 8,574-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით დაღუპულია 8574 ადამიანი, გადარჩენილია 49133, დაგრეულია 6444 ბინა, ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს, ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანა ამ წუთებშიც გრძელდება, ჩვენ უკვე მზად გვაქვს სასტუმროები იმ ხალხის გადასაყვანად რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, სასტუმრობი თავიანთ თავზე ირებენ დაზარალებულების სამჯერად კვებას, ყველას ვთხოვ მოთმინებას ყველა მოქალაქეს დავეხმარებით, კაჰამანმარაში მიწისძვრით დაზარალებულებს თითოეულ ოჯახს 10 ათასი ლირით დავეხმარებით, ჩვენი მიზანია 10 პროვინციაში განვახორციელოთ მასობრივი საბინაო ოპერაცია, რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მათი პოვნა ვინც ლეგალურად ცხოვრობდა თურქეთში მარტივია, თუმცა არალეგალებთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გართულებულია", - ამბობს ედრდოღანი.
ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, ერდოღანმა 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.