პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მეორე შვილის სქესი გაასაჯაროეს

08.03.21 10:27
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მეორე შვილის სქესი გაასაჯაროეს

ბრიტანეთის პრინც ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს ქალიშვილი ეყოლებათ. ამის შესახებ სამეფო ოჯახმა თავად განაცხადა.

თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰარი და მეგანი მეორე შვილს ელოდებიან.

გყავდეს შვილები ბედნიერებაა, მაგრამ როდესაც ვაჟის შემდეგ გოგონა შეგეძინება, ამაზე მეტი რაღა უნდა ინატრო, - ამბობს ჰარი ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

პრინ ჰარის და მეგან მარკლს პირველი შვილი 2019 წლის 6 მაისს შეეძინათ. მათ ვაჟს, არჩის მაისში ორი წელი შეუსრულდება.

მსგავსი სიახლეები