მეგან მარკლი სამეფო ოჯახს რასიზმში ადანაშაულებს

08.03.21 12:50
მეგან მარკლი სამეფო ოჯახს რასიზმში ადანაშაულებს

პრინცი ჰარის ცოლი, მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ოფრა უინფრისთან ინტერვიუს დროს თქვა. 

CBS-ის ეთერში 39 წლის მარკლი ყვება, რომ მათ 1 წლის შვილს არჩის პრინცის ტიტულზე უარი კანის ფერის გამო უთხრეს. მეგანი იხსენებს, რომ სამეფო ოჯახის წევრები წუხდნენ იმაზე, თუ რამდენად მუქი იქნებოდა ბავშვის კანი, როდესაც ის დაიბადებოდა. 

პრინც ჰარის ცოლი ყვება, რომ ის ზეწოლის ფონზე, სუიციდურ აზრებს განიცდიდა . 

 

 

მსგავსი სიახლეები