პუტინის ნაბიჯები უკრიანაში წარუმატებლობის გაკვეთილია - ბლინკენი

03.06.23 16:29
პუტინის ნაბიჯები უკრიანაში წარუმატებლობის გაკვეთილია - ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ პუტინის ნაბიჯები უკრიანაში მხოლოდ წარუმატებლობის გაკვეთილია. ენტონი ბლინკენი რუს დიქტატორს სიცრუეში ფაქტებით ამხელს.

პრეზიდენტი პუტინი ბოლო ორი ათწლეული ცდილობს აქციოს რუსული ჯარი უახლესი იარაღით აღჭურვილ თანამედროვე ძალად, სადაც გამარტივებულია ბრძანების გაცემა და ჯარისკაცები კარგად გაწვრთნილები არიან. კრემლი ხშირად ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავდა და ბევრს ამის სჯეროდა. დღეს ბევრი ხედავს, რომ რუსეთის ჯარი მეორე საუკეთესო ძალაა უკრაინაში. მისი აღჭურვილობა, ტექნიკა, მმართველობა, ჯარისკაცები, სტრატეგია, ტაქტიკა, მორალი - წარუმატებლობის გაკვეთილია". - აცხადებს ბლინკენი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონტრშეტევების დაწყებაოფიციალურად დაანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტყობინება, რომ ბრძოლა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად განახლებული ძალებით იწყება. კიევი იმედოვნებს, რომ კონტრშეტევა ტერიტორიის დასაბრუნებლად  ომის დინამიკას შეცვლის.  

მსგავსი სიახლეები