ტიტანიკის მახლობლად ნამსხვრევები იპოვეს - BBC

ტიტანიკის მახლობლად ნამსხვრევები იპოვეს - ინფორმაციას BBC აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული "ტიტანის" შესახებ არ ვრცელდება. ტურისტული წყალქვეშა ნავს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავში ჟანგბადის რაოდენობა, სავარაუდოდ, ამოიწურა.
წყალქვეშა ხომალდს მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, 18 ივნისს გაუჩინარდა.