პრიგოჟინის მუქარაზე პუტინმა უკვე იცის - "ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას"
"პუტინი ინფორმირებულია ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას" - ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აკეთებს.
"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.
რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა.