პრიგოჟინის მუქარის ფონზე პუტინი ახალგაზრდებს ახალგაზრდობის დღეს ულოცავს

24.06.23 01:41
პრიგოჟინის მუქარის ფონზე პუტინი ახალგაზრდებს ახალგაზრდობის დღეს ულოცავს

პრიგოჟინის მუქარის ფონზე, კრემლმა რუსეთის სისხლიანი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა გაავრცელა.

პუტინი მიმართვაში, მოსახლეობას ახალგაზრდობის დღეს ულოცავს: "ეს არის რუსეთის დრო, თქვენი დრო" - ამბობს ის 

"ახლა მთელი მსოფლიო სწრაფად იცვლება. ასეთი ურთულესი გამოწვევები გვაიძულებს ყველა რესურსისა და ძალის მობილიზებას, მაგრამ ცვლილება ხსნის უნიკალურ შესაძლებლობებს თქვენთვის და მთელი ქვეყნისთვის",  - თქვა პუტინმა თავის მიმართვაში.

კრემლი პანიკამ მოიცვა - მოსკოვში ე.წ. ციხე-სიმაგრის გეგმა გამოცხადდა.  ქალაქში აქტიური მობილიზებაა.

განსაკუთრებული მობილეზება კრემლის გარდა, როსტოვის ქუჩებშიც შეინიშნება, მედია ჯავშანტექნიკის ფოტოებსა აქვეყნებს.

ამასთან, უკვე კრემლში იმყოფება თავად პრეზიდენტი პუტინიც. 

"ციხე-სიმაგრის" გეგმა გარე შეტევის მოსაგერიების დროს მოქმედებს. ამასთან მას მიმართავენ, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტების დაცვის აუცილებლობა დგება.

"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა