არ დაემორჩილთ პრიგოჟინს, დააკავეთ ის - ФСБ ვაგნერელებს მიმართავს

24.06.23 03:04
არ დაემორჩილთ პრიგოჟინს, დააკავეთ ის - ФСБ ვაგნერელებს მიმართავს

ФСБ ვაგნერის მებრძოლებს პრიგოჟინის დაკავებისკენ  მოუწოდებს.  საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი მიმართავს მებრძოლებს არ დაემორჩილონ მათ მეთაურ. 

მოვუწოდებთ ვაგნერის მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის კრიმინალური და მოღალატეობრივი ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად". - აცხადებენ ФСБ -ის ში.

კრემლი პანიკამ მოიცვა - მოსკოვში ე.წ. ციხე-სიმაგრის გეგმა გამოცხადდა.  ქალაქში აქტიური მობილიზებაა.

განსაკუთრებული მობილეზება კრემლის გარდა, როსტოვის ქუჩებშიც შეინიშნება, მედია ჯავშანტექნიკის ფოტოებსა აქვეყნებს.

ამასთან, უკვე კრემლში იმყოფება თავად პრეზიდენტი პუტინიც. 

"ციხე-სიმაგრის" გეგმა გარე შეტევის მოსაგერიების დროს მოქმედებს. ამასთან მას მიმართავენ, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტების დაცვის აუცილებლობა დგება.

"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა

 

მსგავსი სიახლეები