პუტინი პანიკაშია - მოსკოვში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
პუტინი პანიკაშია - რუსეთში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს. გამოცემა 161.ru ტელეგრამზე წერს, რომ მძიმე ტექნიკა ქალაქ დონის როსტოვში გადაადგილდება. გადაიკეტა ქუჩები
უკვე ცნობილია, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში გადაიყვანეს. ანექსირებული ლუჰანსკისა და დონეცკის საზღვრებთან ბლოკ პოსტებს ამ წუთებშიც აძლიერებენ.
კრემლი პანიკამ მოიცვა - მოსკოვში ე.წ. ციხე-სიმაგრის გეგმა გამოცხადდა. ქალაქში აქტიური მობილიზებაა. მედია ჯავშანტექნიკის ფოტოებსა აქვეყნებს.
"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.
რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა.