პრიგოჟინის მორიგი მიმართვა: "მესაზღვრეები ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ, როსტოვში შედივართ"

24.06.23 03:49
პრიგოჟინის მორიგი მიმართვა: "მესაზღვრეები ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ, როსტოვში შედივართ"

ვაგნერის დამფუძნებელი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს - ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ როსტოვში შედიან.

"ვაგნერის" მეთაური "ტელეგრამ არხებზე" გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ "მესაზღვრეები გამოდიოდნენ და მათ მებრძოლებს ეხუტებოდნენ": 

 ახლა შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, უფრო სწორად კი ახალწვეულები, რომლებიც მიაგდეს ჩვენს შესაკავებლად, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს, ჩვენ არ ვკლავთ ბავშვებს, ბავშვებს კლავს შოიგუ, როცა გაუწვრთნელ ჯარისკაცებს ომში უშვებს. ჩვენს წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები დააყენა. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით. თუ ვიღაც ჩვენს გზაზე დადგება, ყველაფერს გავანადგურებთ. რაც შეეხება განცხადებებს დაპატიმრებებზე - ძმობა, სამართალი, ღირსება და სინდისი,  ესაა, რაც ჩვენ გვაქვს. როდესაც განცხადებებს აკეთებს, ეს გრძნობები არ გაქვთ", - ამბობს პრიგოჟინი.

კრემლი პანიკამ მოიცვა - მოსკოვში ე.წ. ციხე-სიმაგრის გეგმა გამოცხადდა.  ქალაქში აქტიური მობილიზებაა. მედია ჯავშანტექნიკის ფოტოებსა აქვეყნებს.

"ვაგნერის" დაჯგუფების მეთაური, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს.

რუსეთში უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა აჯანყების წაქეზების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღრძა