ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებს და პასუხს აგებს - პუტინი
პუტინის განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და პასუხს აგენებენ. მისი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა უკვე მიიღეს საჭირო ბრძანებები.
"როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვინც ამ დანაშაულშია ჩათრეული, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული, უნიკალური შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 5-წუთიანი ვიდეოთი რამდენიმე წუთის წინ მიმართა.