პრეზიდენტი ძალიან შეცდა, არ ვაპირებთ ჩაბარებას - პრიგოჟინი პუტინს პასუხობს
ევგენი პრიგოჟინი ახალ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ პუტინის მოთხოვნის გამო ჩაბარებას არ აპირებენ.
პრიგოჟინი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში არ ცხოვრობდეს.
სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ძალიან შეცდა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ. ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. კსკ ვაგნერის ყველა წევრი. ამიტომ არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს ან კიდევ ვიღაცის მოთხოვნაზე ჩაბარდეს, რადგან არ გვსურს რომ ქვეყანა კვლავ ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრობდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 5-წუთიანი ვიდეოთი რამდენიმე წუთის წინ მიმართა.