უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური პუტინის გამოსვლას პოპკორნის თანხლებით უსმენს (ვიდეო)
უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური პუტინის გამოსვლას პოპკორნის თანხლებით უსმენს (ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 5-წუთიანი ვიდეოთი რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს.