პესკოვი ადასტურებს, რომ პუტინი პრიგოჟინს კრემლში ამბოხებიდან 5 დღის შემდეგ შეხვდა
პესკოვი ადასტურებს, რომ პუტინი პრიგოჟინს კრემლში ამბოხებიდან 5 დღის შემდეგ შეხვდა.
შეხვედრა 29 ივნისს შედგა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. მას ასევე ესწრებოდნენ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების რაზმების მეთაურები, სულ 35 ადამიანი იყო. პრეზიდენტმა „შეაფასა მომხდარის შესახებ და შესთავაზა PMC-ის წარმომადგენლებს დასაქმების ვარიანტები, - განაცხადა კრემლის პრესისპიკერმა.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ მანამდე ფრანგული გაზეთი Liberation დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა. გაზეთის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი.