რუსეთს ამ ტერორისტულ აქტზე პასუხს გავცემთ - ზელენსკი ჩერნიგოვზე

უკრაინა რუსეთს ამ ტერორისტულ აქტზე ხელშესახებ პასუხს გასცემს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვზე ოკუპანტების მიერ მიტანილი იერიშის შეფასებისას გააკეთა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩერნიგოვში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის გოგო.
დაჭრილები და დაშავებულები - 144, მათ შორის 15 ბავშვი. რაკეტა ქალაქის ცენტრში. და ეს ყველაფერი მოხდა უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, მართლმადიდებლურ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჯარისკაცები რუსეთს ამ ტერორისტულ აქტზე პასუხს გასცემენ, ხელშესახებ პასუხს," - განაცხადა ზელენსკიმ.
7 გარდაცვლილი და 136 დაშავებული - ამ შედეგით დასრულდა რუსული თავდასხმა ჩერნიგოვში. ოკუპანტებმა იერიში ჩერნიგოვის დრამატულ თეატრთან მიიტანეს, სადაც ხალხმრავალი სკვერია. დაშავებულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.