"ოცნება" რუსეთის მარიონეტული პარტიაა" - კინზინგერი ზარქუას მიერ აშშ-ის ელჩზე თავდასხმას ეხმაურება

21.08.23 20:56
"ოცნება" რუსეთის მარიონეტული პარტიაა" - კინზინგერი ზარქუას მიერ აშშ-ის ელჩზე თავდასხმას ეხმაურება

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებას ეხმაურება და "ოცნებას" რუსეთის მარიონეტულ პარტიას უწოდებს.

"ქართული ოცნება რუსეთის მარიონეტული პარტიაა", - წერს ყოფილი კონგრესმენი და Twitter-ზე ზარქუას განცხადებას აქვეყნებს.

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს თავს ესხმის, მას "მავნებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის, როგორც ელჩი "ვერ შედგა". 

მსგავსი სიახლეები