მავნებელი ხართ, ქალბატონო ყოფილო ელჩო! - ზარქუა ამერიკის ელჩს თავს ესხმის და მუშაობას უწუნებს

21.08.23 14:59
მავნებელი ხართ, ქალბატონო ყოფილო ელჩო! - ზარქუა ამერიკის ელჩს თავს ესხმის და მუშაობას უწუნებს

"მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო!" - ამ სიტყვებით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

ზარქუა დეგნანს საქართველოში მუშაობის პერიოდს უწუნებს და საყვედურობს იმ "ჩავარდნილი" პროექტების გამო, რაც ამერიკამ საქართველოში არ განახორციელა.

ზარქუა ამტკიცებს, რომ ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებს ხარვეზი არ ექნება და ამბობს, რომ როდესაც კელი დეგნანი 2024 წლის არჩევნებს ეჭვქვეშ აყენებს - ეს მავნებლობაა.

სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ყველა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ადგილობრივმა და არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს გამართულია და ეს მოქმედებს. ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში - მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო! მე მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ - თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც დღემდე იმედებს ვამყარებთ და მომავალშიც დავამყარებთ. ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ რომ წინ წავიწიოთ. თქვენ ამისთვის არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე, როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ და არც ინვესტიცია ჩაგიდიათ. ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე, რომ "Good bye my darling", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

მსგავსი სიახლეები