15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები - მედვედევი

23.08.23 10:52
15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები - მედვედევი

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები - ეს განცხადება რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მედვედევი ამბობს, რომ სააკაშვილი იდეალური ხელთათმანი აღმოჩნდა დასავლეთისთვის.

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხიმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არარაობაა აღმოჩნდა დასავლეთისთვის იდეალური ხელთათმანი, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები. მახსოვს ჯერ კიდევ 2004 წელს, ამერიკაში ვიზიტის დროს, ჯორჯ ბუშის ნათქვამი, ეს ახალგაზრდა მიშა საქართველოდან როგორი კარგი ბიჭია. ვიცხოვრებთ და ვნახავთ ასეთი იყო ჩემი პასუხი". - ამბობს მედვედევი.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.