მედვედევი უკრაინის დამარცხებით და პოლიტიკური რუკიდან გაქრობით იმუქრება

23.08.23 11:00
მედვედევი უკრაინის დამარცხებით და პოლიტიკური რუკიდან გაქრობით იმუქრება

საქართველოსთან ერთად მედვედევი უკრაინასაც ემუქრება. ომში მყოფ ქვეყანას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დამარცხებას და პოლიტიკური რუკიდან გაქრობას ჰპირდება.

ომი რომელსაც ნატო აწარმოებს ჩვენთან, უკრაინაში კიევის რეჟიმის ხელით, როგორ დასრულდება უკვე ახლა არის ცხადი. ეს იქნება კიევის სრულმასშტაბიანი მარცხი, როგორც თავის დროზე მოხდა ქართველი აგრესორების შემთხვევაში. მომავალში ის სავსებით შესაძლებელია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი სახელმწიფო და რა თქმა უნდა, მოხდება, პოლიტიკური სცენიდან იმ სისხლიანი ჯამბაზების სამარცხვინო გასვლა, რომლებიც ახლა ნიანგის ცრემლებით ტირიან". - ამბობს მედვედევი.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.

მსგავსი სიახლეები