რუსოფობიის ბოლო გამოვლინებები საქართველოში აჩვენებს, რომ ეს ხალხი ისევ მოწადინებულია რევანშისთვის - მედვედევი

23.08.23 11:07
რუსოფობიის ბოლო გამოვლინებები საქართველოში აჩვენებს, რომ ეს ხალხი ისევ მოწადინებულია რევანშისთვის - მედვედევი

დმიტრი მედვედევი ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქართველ ხალხს რუსეთთან ერთად მშვიდად ცხოვრება უნდა. 

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათ მიმართაც, ვინც ჯერ კიდევ არ ეგუება საოკუპაციო რეჟიმს და რევანშიზმისთის არის მოწოდებული. 

რუსოფობიის ბოლო გამოვლინებები საქართველოში აჩვენებს რომ ეს ხალხი ისევ მოწადინებულია რევანშისთვის. მაგრამ მუდმივ წინააღმდეგობას აწტყდებიან ხალხისგან, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის მიმართ ზიზღი ეროვნულ იდეად აქციონ. და რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამოხატავენ სითბოს. ეს ცხადია. საქართველოს მოსალეობის დიდი ნაწილოსთვის კომფორტულია იცხოვბროს ჩვენს ახელმწიფოსთან ერთად მშვიდობით. რუეთი გვერდით არის, ამერიკა ოკეანის მიღმა . ქართველებისთვის რომლებსაც გააჩნიათ მდიდარი კულტურა  და საუკუნოვანი კავშირები რუსეთთა. რუსოფობია არის ნონსენსი, მძიმე დაავადება" - ამბობს მედვედევი.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.

 

მსგავსი სიახლეები